სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2018

     (რეზონანსი) თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამის შესახებ ხმალაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

    ხმალაძის თქმით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის" ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა შესაძლოა ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს.

    „თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ", - განაცხადა ხმალაძემ.

    თბილისის მერია 10 აპრილიდან „სითი პარკთან " ხელშეკრულებას წყვეტს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved