სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი) შსს-მ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ფოთში დააკავეს.

    მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

    "გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 - 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved