სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი) დემოკრატმა სენატორმა, რობერტ მენენდესმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, სკრიპალიას საქმის გამო, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში შეიყვანოს.

    "ტრამპის ადმინისტრაციამ კიმ ჩენ ინის ნათესავის ტაილანდში მოწამვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორი უწოდა. ადმინისტრაციამ ასევე უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი რუსეთის მიმართაც",- განაცხადა სენატორმა.

    მენენდესის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ორგანიზებას უწევდა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხს.

    "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტრამპს, აღიაროს ის საშიშროება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ამერიკელებსა და მსოფლიოს გარშემო ჩვენს მეგობრებს უქმნის," - განაცხადა მან.

    მანამდე, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთისგან პასუხი მოითხოვეს, თუ როგორ აღმოჩნდა საშიში ნივთიერება სამეფოს ტერიტორიაზე. "რუსული აგრესიის" წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დათანხმდა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved