სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი)თავდაცვის ყოფილმა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისას მერაბიშვილი მითითებული არ ჰყავდა.

    ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებები მშრალად აქვს მიცემული და მათი განვრცობა შემდეგ მოხდა.

    „მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში მშრალი იყო, იმის გამო, რომ მაშინ როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნათქვამი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასანადგურებლად შანსს არ გაუშვებდა.

    „მე ვადასტურებ, რომ მითქვამს, შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება რომ მანიპულაციას ვაპირებ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო.

    მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved