სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, „საქართველოს კაპიტალის" მიერ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციების განთავსება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

    მისი თქმით, ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგმა, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.

    „ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორებიცააა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვადასხვა სექტორების განვითარება". - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) BGEO-ს შვილობილ „საქართველოს კაპიტალის" ევრობონდებში 60 მილიონი დოლარი დააბანდა.

    „საქართველოს კაპიტალის" მიერ გამოშვებული ევრობონდების ჯამური მოცულობა 300 მილიონი დოლარია. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა.

    ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ობლიგაციების სარგებელი 6.125% -ია, დაფარვის ვადა 2024 წელი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved