სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი) რუსეთს ტერეზა მეის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოეწურა.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს გამოაცხადებს იმ ზომების შესახებ, რომელსაც რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე მოსკოვის წინააღმდეგ გაატარებს.

    ბრიტანეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა სამშაბათამდე იმის ასახსნელად, თუ რატომ იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ გამოგონებული სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის მოსაწამვლად ინგლისის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში.

    დიდი ბრიტანეთის პერემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა დ მისი ქალიშვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას, რადგან ისინი იმ ნერვული აგენტით მოწამლეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.

    „თუ არ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, დავასკვნით, რომ ეს რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის არაკანონიერი გამოყენება იყო" - განაცხადა მეიმ.

    პრემიერის თქმით, მამა-შვილის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა „ახალი თაობის ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება" სახელწოდებით „ნოვიჩოკი."

    ყოფილი რუსი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი, იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.

    ისინი ერთ-ერთი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

    პოლოვნიკი სკრიპალი , რომელიც ყოფილი რუსი ოფიცერია, 10 წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების დროს ის ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვას აწვდიდა.

    ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის , 2006 წელს რუსეთმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიენიჭა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის" დროს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved