სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2018

     (რეზონანსი) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ГРУ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის გამო, მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან.

    მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აუქმებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული.

    გამოსვლისას მეიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს.

    მათ ერთი კვირის ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად.

    მეის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში არ შედის.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved