სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     (რეზონანსი) რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში რუსი დაქირავებული მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველმა დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

    ბოროდინი ერთ-ერთი პირველია, ვინც სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მებრძოლების სირიაში დაღუპვის შესახებ დაწერა.

    რუსი მებრძოლები საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად თებერვლის დასაწყისში დაიღუპნენ.

    რუსული მედიის ცნობით, დაქირავებული რუსი სამხედროები ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აღებას ცდილობდნენ, როდესაც მათ პოზიციებზე იერიში აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციის ავიაციამ მიიტანა.

    გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ბოროდინი ფანჯრიდან შემთხვევით გადავარდა, ან თავი მოიკლა.

    ჟურნალისტი რეზონანსულ თემებზე ხშირად წერდა, 2017 წელს მას ერთ-ერთი ინტერვიუს გამო თავს დაესხნენ და მეტალის მილით სცემეს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved