სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     (რეზონანსი) ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, სირიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დარტყმები იყო სიგნალი სირიისთვის, რუსეთისა და ირანისთვის.

    „ოპერაცია მიზნად ისახავდა დამასკოს შესაძლებლობების შემცირებას გამოიყენოს ქიმიური იარაღი. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გაერო-ს გამოძიება რუსეთმა შეაფერხა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ალიანსი რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს არ ეწინააღმდეგება.

    სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved