სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     (რეზონანსი) ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ აღმართული კედლის გარღვევას ცდილობენ.

    მოვლენები მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ვითარდება, სადაც პარლამენტის (ეროვნული კრების) შენობაა განთავსებული.

    13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის" ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. პაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved