სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     (რეზონანსი) სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ტომაშ დრუკერი მასობრივი საპორტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან, რომელზეც ერთი თვის წინ დაინიშნა, გადადგა.

    „მე არ მაქვს უფლება დავრჩე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე", - განაცადა დრუკერმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დამშვიდება ვერ შეძლო.

    მინისტრმა პირობა დადო, რომ უახლოეს რამდენიმე საათში სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას შეხვდება და მას გადადგომის შესახებ განაცხადს გადასცემს.

    მისი წინამორბედი, რობერტ კალინიაკი გამომძებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ გადადგა.

    15 აპრილს სლოვაკეთის ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და პოლიციის უფროსის გადადგომა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მოითხოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved