სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის, Numbeo-ს მიხედვით, საქართველოში ცხოვრების ხარჯები ,აშშ-სთან შედარებით, 56.57%-ით ნაკლებია. ამასთან, ბინის ქირაობა საქართველოში 72.20%-ით იაფად შეიძლება ვიდრე აშშ-ში.

    მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის საქართველო 108-ე ადგილს იკავებს. 2017-ში საქართველოს 117-ე, ხოლო 2016-ში 116-ე ადგილი ეკავა.

    ცხოვრების საშუალო ხარჯებს Numbeo-ზე ისეთი ინდიკატორები განსაზღვრავენ, როგორებიცაა კვება, სასმელი, თამბაქო, ტრანსპორტიზაცია, გადასახადები, სპორტული აქტივობები, გართობა, ტანსაცმელი, სკოლის გადასახადი, ბინის ქირა, ბინის შესაძენი თანხა და ა.შ.

    ამ კომპონენტების გათვალისწინებით საქართველოში შემდეგი მონაცემებია:

    საშუალო ხელფასი - 765.89 ლარი; 1 კვ.მ.-ის ფასი ქალაქის ცენტრში - 2,308.03 ლარი; 1 კვ.მ-ის ფასი ქალაქგარეთ - 1,339.18 ლარი; გადასახადები 85 კვ.მ-იანი ბინისთვის - 134.29 ლარი; ტაქსი 1კმ - 0.50 ლარი; 1 წყვილი "ნაიკის" სპორტული ფეხსაცმელი - 206.96 ლარი; 1 წყვილი ჯინსის შარვალი - 123.79; ფიტნეს კლუბის ყოველთვიური გადასახადი - 89.00 ლარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved