სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.

    მოეწყობა ორდონიანი კვანძი - გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას.

    შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე... 50 წლის წინ რამდენიმე მანქანა დადიოდა ქუჩაში, შესაბამისად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება.

    როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, თუნდაც ხეების მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved