სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     სომხეთის დედაქალაქში ვითრება კვლავ დაძაბულია. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთოს ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია.

    "სომხეთის პოლიციამ მიიღო გადაწვტილება შეწყვიტოს შეკრება და აქციის ორგანიზატორებისგან მოითხოვოს შესარულოს მათი მითითება აქციის შეწყვეტის შესახებ", - პოლიციაში აცხადებენ რომ ამის შესახებ აქციის მორგანიზატორები უკვე ინფორმირებულები არიან, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აქციის დაშლის უფლება აქვთ, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

     ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო თანხმობის“ წევრის, სომხეთის პარლამენტის დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პოლიციამ მათი მომხრე 30 ადამიანი დააკავა.

    ფაშინიანმა დაკავებულების მეგობრებსა და ნათესავებს მოუწოდა, პოლიციაში არ მივიდნენ, არამედ ერევნის ქუჩების და გამზირების ბლოკირება მოახდინონ.

    ოპოზიციის გეგმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევის ჩაშლაა, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს დეპუტატები არ შეუშვას პარლამენტში, მათი უმეტესობა უკვე შენობაში იმყოფება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved