სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     გედევან ფოფხაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, რაიმე გაერთიანება შეუძლებელია. დეპუტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, გიორგი აბაშიშვილს რა ინფორმაცია აქვს.

    "პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც ესაა. "ქართულ ოცნებასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი შეუძლებელია", – განაცხადა ფოფხაძე.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" წევრები ახალ უმრავლესობას, პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიით ქმნიან.

    "საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved