სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     საქართველოში ვიზიტორების 90%  ერთ დღით ან მცირე ხნით არის შემოსული, დიდი ხნით შემოსული ტურისტების რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია.  ეკონომიკის დოქტორის, ტურიზმის სფეროს ექსპერტის ნიკო კვარაცხელიას ინფორმაციით, ქვეყანა ტურისტებს იღებს ხუთი სამეზობლო ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.  „ამ ქვეყნების ტურისტები გვასაზრდოებენ. როგორც ჩანს, მეზობლების მოკლევადიანი ვიზიტები განპირობებულია იმით, რაც მათ არ აქვთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

    მან იმ პრობლემებზეც  გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩამოსულ ვიზიტორს  ადგილზე ხვდება. საქართველოში ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ, რადგან არ არსებობს სტანდარტები, რაც მომსახურების დაბალ ხარისხს განაპირობებს.

    „საქართველოში გაჩნდნენ ტურისტები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ. მაგრამ ტაქსის მძღოლით დაწყებული, ბაზრის გამყიდველით დამთავრებული, ყველა ცდილობს სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადაახდევინოს. ჩამოსული სტუმარი გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ მოატყუეს,  რაც შემდგომში ცუდად აისახება ქვეყანაზე. უკმაყოფილო ერთი ტურისტი კი 15 ტურისტზე ავრცელებს საკუთარ უკმაყოფილებას.

    საქართველოში არ არსებობს  სტანდარტები და თუ არსებობს არავინ იცავს. რისთვის უნდა გადაიხადოს  ტურისტმა თანხა სამვარსკვლავიან სასტუმროში თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტები, არ გვაქვს კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved