სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) აპარატი რა საჭიროა, თუ სასჯელის მოხდის ადგილიდან გაგზავნილი დოკუმენტი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა?! მაშინ, გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის საფუძველზე ავტომატურად უნდა მიეღოთ და მსჯავრდებული ან შეეწყალებინათ, ან არა, - ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გააკეთა.

    „თუ შეწყალების კომისია არ მოგვმართავს, გთხოვთ გვაცნობოთ, ამა და ამ პიროვნების მიმართ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები თქვენს მიერ იყო თუ არა განხილული და რა შედეგით დასრულდაო, ბუნებრივია, ასეთ პასუხს მათ ავტომატურად ვერ გავუგზავნით, რადგან შეწყალების კომისია რამდენ და კონკრეტულად ვის საქმეებს იხილავს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს", - განაცხადა კახიშვილმა „პირველი არხის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".

    მისი თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და ამის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

    „შარშან 700 ზეპირი მოსმენა გვქონდა. როცა მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს, კომისიის წინაშე წარდგება, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შედიან. ისინი მსჯავრდებულთან ინტერვიუს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, რომელიც შესაძლოა, მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას საფუძვლად დაედოს. ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, მის ქცევას ნახავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, ყვება, რა გარემოებები და განცდა აქვს, ეს უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე თეთრ ფურცელზე მშრალად დაწერილი განცხადება", - განაცხადა კახიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved