სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს იმ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა.

    „არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნების" სტილია, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენა, როცა ჩვენ ის სრულიად სამართლიანად გავაკრიტიკეთ. როდესაც მას ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურ განცხადებას ისმენ, ეს არის ძალიან სამწუხარო", - ამბობს ნადირაშვილი.

    დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა მსგავსი ფაქტების არ განმეორებაზე უნდა იფიქროს და არა პასუხიმგებლობის აცილებაზე.

    „პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როცა მის მიერ შეწყალებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა ჩაიდინეს. ასეთი შემთხვევების დროს პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის - ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved