სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) მოსკოვი იმ რუს სტუდენტებს, რომლებიც "არამეგობრულ" ქვეყნებში სწავლობენ, უკან დაბრუნებას ურჩევს და სწავლის გაგრძელებას რუსეთში სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.

    როგორც რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სააგენტო როსსოტრუდნიჩესტვო აცხადებს, ამ ქვეყნებში, პირველ რიგში - დიდ ბრიტანეთში, რუსოფობიური განწყობის ზრდა შეინიშნება, რაც სტუდენტებს საფრთხეს უქმნის.

    "არსებობს იმის საფრთხე, რომ რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეები შეიძლება ამ ქვეყნებში პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ," განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

    ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საზღვარგარეთ 60 ათასი რუსი სტუდენტი სწავლობს. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც "კომერსანტმა" გამოკითხა, აცხადებენ, რომ არც უნივერსიტეტების ადმინისტრაციის და არც სხვა სტუდენტების მხრიდან რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არ განუცდიათ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved