სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     რუსეთის დელეგაცია ბიატლონის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს, ანდრეს ბესებერგს მეძავების მომსახურებას უფინანსებდა, ნორვეგიელი კი ამის სანაცვლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რუსების სასარგებლოდ იღებდა. ინფორმაციას გერმანული "ბილდი" და რუსული "ევროსპორტი" ავრცელებენ.

    გერმანული და რუსული წყაროების თანახმად, მეძავთა რიგითი მომსახურების შემდეგ ბესებერგმა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში, ტიუმენში ჩატარება მოითხოვა, რუსეთში მომხდარი დოპინგური სკანდალების მიუხედავად.

    ბესებერგს რამდენიმე თვის წინ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებდნენ. რამდენიმე რუსი და გერმანელი ჟურნალისტის აზრით, მან რუსი სპორტსმენების საიდუმლოს შესახებ იცოდა, რომლებიც დოპინგის წესებს არღვევდნენ, თუმცა მან ეს ბრალდებები უარყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved