სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება.

    მისი თქმით, მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ნათესავია, მთავარ საგამოძიებო უწყებას აშანტაჟებს.

    სარალიძე ასევე ამბობს, რომ "ძალიან მყარი ინფორმაცია აქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის".

    „უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს ე.წ. პროკურატურას. ჩემი ინფორმაციით, მყარი ინფორმაციით, ორი მკვლელი გარეთ დადის. დღეს, წესით მიხეილ კალანდია დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა," - განაცხადა სარალიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved