სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა განმარტა, რომ ბენზინი მოკლულის დედის ტანსაცმლის დასაწვავად მიიტანა.

    როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სითხე, თუმცა არის თუ არა ის ბენზინი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

    „სახლიდან ამოღებულია სითხე, რომელიც ბრალდებულის განმარტებით, არის ბენზინი. მან თქვა, რომ ბენზინის გამოყენებით უნდა დაეწვა გარდაცვლილის დედის ტანსაცმელი", - განაცხადა პროკურორმა.

    ხუციშვილის თქმით, გამოძიება ამ დრომდე მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საქმე არსებით განხილვაზე გადაიგზავნება.

    ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved