სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიშუნ თბილისში, მოსაშვილის N10-ში, კახა კალაძის აპარტამენტში შეხვდნენ. საიდუმლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას “ლეიბორისტული პარტია” ავრცელებს.

    შალვა ნათელაშვილის პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დედაქალაქის მერი, პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, დახურულ კარს მიღმა, დღის 4 საათზე შეხვდნენ ერთმანეთს გასაიდუმლოებულ ფორმატში.

    ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, კალაძემ განმარტებები გააკეთოს ამ შეხვედრასთან დაკავშორებით. აღნიშნული გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved