სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     ფხენიანი ვაშინგტონს უმაღლეს დონეზე სამიტის გაუქმებით ემუქრება. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ არ არიან დაინტერესებული ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც მოთხოვენ ნახევარკუნძულის ცალმხრივად დენუკლეარიზაციას. დიპლომატის თქმით, გამოდის, რომ ბირთვული განიარაღების ვალდებულება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეამ უნდა აიღოს. "ჩვენ არაფერი დაგვრჩენია, მოვიფიქრებთ მივცეთ თუ არა თანხმობა სამმიტზე", - აცხადებს კიმ გე გვანი.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ფხენიანს მათთვის არ მიუწოდებია, რაც შეეხება აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ჩრდილოეთ კორეა ინფორმირებულია ამ წვრთნების შესახებ და ის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved