სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს, მოწევა სამორინეებსა და სიგარაბარებშიც აიკრძალოს. ორგანიზაცია აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს.

    ალიანსის დირექტორმა, გიორგი ბახტურიძემ On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამის მიზეზი კონკრეტული პირების მხრიდან კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობაა. მისი თქმით, ალიანსი ამ გამონაკლისის მიღებას არ დაუშვებს:

    "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მოითხოვს, რადგანაც სამორინეში დაშვებულია მოწევა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებშიც დავუშვათო. ეს კანონი უკან არ დაიხევს, შეეგუონ ეს ბატონები. პირდაპირ კრიმინალია ეს ბიზნესი და კანონი მათ არ მოერგება."

    ბახტურიძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნა არის "მხოლოდ სულელური მოსაზრება, რომელსაც პარლამენტი უარყოფს"

    "თუ რამე ცვლილება შევა პირიქით - უფრო გამკაცრდება. თუ მოხდება კანონის გადახედვა, მხოლოდ გამკაცრების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვავაში პასუხს აგებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღების პირი" - განაცხადა მან.

    ბახტურიძის თქმით, ისინი პარლამენტს მიმართავენ ინიციატივით სალიცენზიო პირობები გაუუქმდეს სიგარაბარებსაც. On.ge-ს კითხვაზე როგორ წარმოუდგენია ბახტურიძეს სიგარაბარი, რომელშიც მოწევა აკრძალული იქნება, ის პასუხობს:

    "სიგარაბარი არ იარსებებს საერთოდ. ვსიო, დამთავრდა, მოწიონ სადაც უნდათ - სახლში ან ქუჩაში. სხვაგან ვეღარსად ვეღარ მოწევენ. ეს არის უკვე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა."

    გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარაბერისთვის სპეციალური ლიცენზიის შესყიდვის უფლებამ ხალხის დააბნია და უცხო პირები რესტორნების მფლობელებს თაღლითურად სთავაზობენ მოწევის დასაშვებ ლიცენზიას.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved