სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

    16 მაისს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველმა სეკიტორმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა ის რამდენიმე წამში იორიკირით გადაიყვანა.

    ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 გამარჯვება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს, მათ შორის არიან იოკუძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე იჩინოჯო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი. დღევანდელ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკარიუმ, რომელმაც ტოჩინოშინის მიერ დამარცხებულ შოჰოზანთან ვერაფერი გააწყო.

    რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ძურიო ლიგის მეოთხე ნომერი კოტოეკო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა და ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა ამ ტურნირზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved