სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც ჟურნალისტებს გამგზავრებამდე „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ განუცხადა, დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან.

    მარშანიას თქმით, მათი ყველა ვიზიტი მთავარ საკითხს - ქვეყნის გამთლიანებას ემსახურება.

    „ეს არის ჩვენი მესამე ვიზიტი, დელეგაციის შემადგენლობა იგივეა. მოსკოვში ყველა ჩვენი ვიზიტი მოემსახურება ჩვენთვის ყველაზე მთავარ საკითხს - ეს არის ქვეყნის გამთლიანება. შეხვედრა იქნება სახელმწიფო დუმაში, ახლა უკვე სხვა კომიტეტების დეპუტატებთან, გაფართოვდა არეალი და ფედერაციის საბჭოში მეორე შეხვედრა იქნება", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    მისი თქმით, შეხვედრებზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზეც ისაუბრებენ.

    „ჩვენ მივდივართ მოსკოვში ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ. რასაკვირველია, ვაპირებთ ტატუნაშვილზე ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს, გვინდა მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. ტატუნაშვილი რომ ნაწამებია, ამაში ყველა დარწმუნდა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივდივართ ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე, პრობლემურ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოს და ბოლოს, შევაჩეროთ ეს ყველაფერი", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    „პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, რომელიც მოსკოვში მოგვიანებით ჩავა. დავით თარხან-მოურავი კი, უკვე მოსკოვშია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved