სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) ერევანში პრემიერ მინისტრის რეზიდენციასთან ქარხანა "ნაირიტის" დაცვის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა აქცია მოაწყვეს, ისინი 4 თვის ხელფასს ითხოვენ.

    ქარხნის დაცვის თანამშრომლებმა 2017 წელს საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან ხელშეკრულება დადეს, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თუმცა თანამშრომლები მუშაობას მაინც აგრძელებდნენ, რაშიც მათ 4 თვეა ხელფასი არავის გადაუხდია. აქციის მონაწილეები პაშინიანს თხოვენ ჩაერიოს და სიტუაცია მათ სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

    ერევანში სარტანსპორტო არტერიის, ქუჩა არშაკუნიაცის ბლოკირება შეიარარებული დაჯგუფება "სასნა ცრერის" წარმომადგენლებმა მოახდინეს. ისინი დაკავებული თანამებრძოლების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. თუ მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ისინი პროტესტის არეალის გაზრდით იმუქრებიან.

    2016 წელს "სასნა ცრერის" შეიარაღებული 31-ი მებრძოლი ერევანში პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა, 2 დრის განმავლობაში მოლაპარაკებების შემდეგ ისინი დანებდნენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved