სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავა ანაცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა. ამ შეტევის ინიციატორები კი რიგი არასამთავრობოები და მათი ხელმძღვანელები არიან.

    „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა. მაუწყებელს არავინ არ სთხოვს ფულის შოვნას, ისე როგორც პატრონები თხოვენ საკუთარ ტელევიზიებს, რომლისთვისაც იყენებენ გამუდმებულ სკანდალებს, ჭორაობას, ცილისწამებას, რაც თითქოსდა საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ვინ უტევს საზოგადოებრივ მაუწყებელს? კაპიტანი გიგაური, ე.წ. იურისტთა ასოციაციები, ვინც არასამთავრობოებს უწოდებენ საკუთარ თავს. არ დარჩა არც ერთი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ მნიშვნელობის საკითხი, რომელშიც არათუ ჩარეულიყვნენ, არამედ ყველაფერს ცდილობენ, რომ ზეგავლენა იქონიონ, ეს კასტა ყველაფერს აკეთებდა, რათა მოსმენების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ ქართველ სამართალდამცველებს, არამედ ჰქონოდა თურქულ და რუსულ კომპანიას, ვგულისხმობ "ბილაინსა" და "ჯეოსელს".

    „ეს შენ გეხებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არქივის ნაწილი, (ციხეებში წამებას, პირად ცხოვრებაში ჩარევას, ვგულისხმობ), რომელიც საქართველოში იყო, განადგურებულიყო. თუმცა აქ არიან ჩემი კოლეგები, ოპერატორები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პირველს რასაც აკეთებს ნებისმიერი პროფესიონალი, როცა მასალას გადაიღებს და ბრუნდება ტელევიზიაში, თუ კინოსტუდიაში, აკეთებს მასალის დუბლირებას, რომ მასა არ გაფუჭდეს. ბუნებრივია, ის არქივები, ყველა იყო დუბლირებული. ვხედავთ, რომ ხან უკრაინაში, ხან სად, ხან სად ეს მასალები ზედაპირზე გამოდის", - აღნიშნა ხაინდრავამ. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved