სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) სამედიცინო კორპორაცია „ევექსის" ორ ექიმს და შპს „ემერჯენსი სერვისის" ერთ ექიმს სანქციები დაეკისრათ. გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის პირველ იანვარს კურორტ გოდერძიზე თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე მიიღო.

    სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ხუციშვილის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, „უნიმედი აჭარას" (კორპორაცია „ევექსი") რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში გაუუქმდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვერ იმუშავებენ, თუმცა შეუძლიათ განმეორებითი სერტიფიკატები აიღონ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. საბჭოს იმავე გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის" ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით შეუჩერდა და კვალიფიკაციის კურსის გავლა დაევალა.

    1tv - ის ინფორმაციით, ოჯახი ექიმებისადმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს. საქმეს პროკურატურა შეისწავლის, რომელიც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებოდა.

    თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გაბაიძეს ფეხსაცმლის შეკვრისას თხილამურებით გადაუარეს.

    გასული წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო.

    გაბაიძის ოჯახი გარდაცვალებას სამ ექიმს აბრალებდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved