სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, ის იყო პირველი, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში შემოსულ ახალ საშიშ ნარკოტიკზე განგაში ატეხა და რამდენჯერმე მიმართა შესაბამის უწყებებს ყურადღება მიექციათ ამ ფაქტისთვის, ვიდრე ბოლო კვირებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანები დაიღუპებოდნენ.

    კლუბ „ბასიანის" დამფუძნებლის მტკიცებით, ადმინისტრაცია და მენეჯმენტი ნარკორეალიზაციაში ჩართული არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.

    „ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და პრინციპული იმიტომ, რომ 7 გამსაღებელს, რომლებიც დაჭერილი არიან კლუბის ტერიტორიის გარეთ, სხვადასხვა უბნებში, შეეწირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა კლუბებზე გავრცელებული კადრები. მხოლოდ ორი კლუბი აღმოჩნდა დარტყმის წინაშე, მე კი არ ვამბობ რომ რომელიმე უნდა აღმოჩენილიყო, თუმცა მხოლოდ „ბასიანი" მოექცა დარტყმის ეპიცენტრში.

    ჩვენთვის მთავარია, რომ ადმინისტრაცია და კლუბის მენეჯმენტი „ბასიანის" შემთხვევაში ჩართული არასდროს ყოფილა და არც იქნება, რადგან ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ, მიზანმიმართული კამპანია რომ ეს კლუბი, თბილისი, გაენადგურებინათ. ეს ჩემთვის 7 ნოემბერი იყო. ირმა ინაშვილმა იცის, რომ 7 ნოემბერს ერთად ვიდექით ქუჩაში. სხვა არაფერი, პირადად ჩემთვის ეს იყო 7 ნოემბერი, რომელიც მოუწყეს თბილისის ყველაზე საუკეთესო სცენას, ცრემლებს ვერ ვიკავებ, რატომ გაუკეთეს თბილისს ეს?" - განაცხადა ორაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved