სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან არაფხიზელი მდგომარეობის გამო გამოაძევეს.

    ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

    თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.

    "იმედის" ინფორმაციით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved