სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო 7-8 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამისთვის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროპექტები ხორციელდება, განსაკუთრებული აქცენტი კი რიკოთის გვირაბისა და გზის პროექტზე კეთდება, ასევე წითელი ხიდის და სარფის დამაკავშირევბელ გზაზე, რომელიც 460 კილომეტრია. მიმდინარე პროექტების განხორციელების შემდეგ, აღნიშნული გზა 30 კილომეტრით დამოკლდება და 430 კილომეტრი გახდება. 

    „მნიშვნელოვანია წითელი ხიდისა და სარფის დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 460 კილომეტრია, აქედან 95 კილომეტრი უკვე ჩაშვებულია და მიმდინარეობს რეაბილიტაცია, 185 კილომეტრის რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დაიწყება, დანარჩენი კი უკვე გაკეთებულია. 

    ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება გზების გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ორი მთავარი ინდიკატორი: გზების უსაფრთხოება და გადაადგილების სისწრაფე, ანუ წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე მისასვლელი დრო თითქმის განახევრდება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ და დასძინა, რომ გზების მშენებლობაზე უკვე დახარჯულია 1 ,340 მილიარდი ლარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved