სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     თანასწორობის მოძრაობის" ოფისში, სადაც რამდენიმე საათია მსჯელობენ ჩატარდება თუ არა ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქცია, პატრული გამოიძახეს. სამართალდამცავების გამოძახება სავარაუდოდ, დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მწვავე შელაპარაკებას აქვს ადგილი.

    მოლაპარაკება დატოვა შეხვედრის რამდენიმე მონაწილემაც, მათ შორისაა ანა სუბელიანი, თუმცა არც ერთი მათგანი ჟურნალისტებთან არ საუბრობს რა ხდება ოფისში და რატომ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება.

    "თანასწორობის მოძრაობაში" აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს. აზრთა სხვადასხვაობა კი გუშინ, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved