სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "გადაცემა "პოლიტმეტრში" 13 მაისის მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრაქციაზე მდგარ ხალხს მარგინალებად არ მოიხსენიებს. 

    "არ მომწონს ასეთი ტერმინები - "მარგინალური ჯგუფები". მე არ მოვიხსენიებდი იმ ადამიანებს ამ ეპითეტით. შეიძლება ვინმესთვის მიუღებელია მისი ჟესტიკულაცია და ა. შ. მაგრამ ასე არ მოვიხსენიებდი", - თქვა ბესელიამ. 

    გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ფაშიზმზეა საუბარი და ისინი თავად ამბობენ, რომ ფაშისტები არიან. ამაზე ბესელიას პასუხი ასეთია: 

    "იქ არ იყვნენ მხოლოდ ასეთი ადამიანები. იმ აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მე არ მომწონს დამოკიდებულება, რომ მოდი საჩვენებლად დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ჟესტიკულაციით გამოხატავდა იმ ტიპის იდეოლოგიას, რომელიც ყველასთვის შეიძლება იყოს მიუღებელი. ამ დროს  მეორე მხარესაც იყვნენ ადამიანები ვინც პოლიციელებს დედას აგინებდნენ და ამის მერე ყვიროდნენ როგორ გაბედეთ ხელის ხლებაო. მე არ მომწონს ეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ საჩვენებელი დასჯისგან და ორმაგი სტანდარტისგან სისტემა მაქსიმალურად დავაზღვიოთ", - განაცხადა ბესელიამ. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved