სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორის გამო იძულებულია თავშესაფარი დახუროს:

    "ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების გამო იძულებული ვარ დავხურო თავშესაფარი. არაერთი მიმართვის მიუხედავად შშს-მ არ აღკვეთა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ძალადობა და ტერორი. დღეში რამდენიმეჯერ რეკავენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, მაგინებენ, მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, უფრო მეტიც ქუჩაში დამხვდნენ და რომ არა ჩემი ძალისხმევა ტრაგედია დატრიალდებოდა.

    დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სიბინძურის მთავარი ორგანიზატორია სოციალურ ქსელ "თბილისის ფორუმის" დამფუძნებელი და მეპატრონე თემურ ხაინდრავა. მისი ეგრეთ წოდებული იუზერები მოუწოდებენ ფორუმის სხვა წევრებს ფბ-ზე აგინონ უცხო ადამიანებს, მერე მიწერონ ჩემი სახელი და ტელეფონი. ბუნებრივია ამ მზაკვრული გეგმის მიზანია კონფლიქტის პროვოცირება ჩემსა და ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებს შორის, რაც აუცილებლად ტრაგედიით დამთავრდება" - წერს ელიზბარაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved