სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაანონსებული აქცია გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება "თანასწორობის მოძრაობამ" ცოტა ხნის წინ გაავრცელა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 11-საათიანი ხმაური და დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებს შორის.

    "ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან“, - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved