სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაიმეოროს და განმარტოს, რაში მდგომარეობს მისი იდეა.

    „ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, ეს გაუგებარია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსმა" შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია", - განაცხადა სესიაშვილმა.

    პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved