სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ალექსანდრე გალდავას თქმით,  ცივილიზაცია იქითკენ მიდის, რომ ლგბტ-ებს ურთიერთობების კარგ ტონად მიჩნევა უნდათ. ჟურნალისტის კითხვაზე თუკი ამ თემის წარმომადგენლები თავისთვის მიჩენილ სივრცეს არ იკმარებენ და მოუნდებათ იყვნენ იქ, სადაც თავად გადაწყვეტენ, რატომ არის ეს მათთვის დაუშვებელი, მამა ალექსანდრემ ასეთი პასუხი გასცა:

    "სადმე არის ადგილი სადაც ისინი არ არიან? და ვინმე უშლის? როცა იწყებენ ამის ღიად დემონსტრირებას და რომ უნდათ, რომ ეს კარგ ტონად მიიღონ, როცა უნდათ რომ დღის წესრიგში შევიდეს მათი ეს ცხოვრები წესი, რაც ნიშნავს, რომ მათი ურთირთობები იქნას სახელმწიფო დონეზე აღიარებული და ამას ქორწინება დაერქვას, ეს არის პრობლემა. ქორწინებას შემდეგ უნდა მოჰყვეს ბავშვის აყვანის უფლებაც. დღევანდელი ცივილიზაცია ხომ აქეთკენ არის წასული. ვხედავთ სარკესავით, რა არის ჩვენი მომავალი და ამის შიშია ელემენტარულად, მეტი არაფერი. მათი დასახული მიზნები არ მთავრდება მხოლოდ შეკრების ადგილის გამოყოფით", - განაცხადა მამა ალქესანდრემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved