სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი, თამარ ჩიბურდანიძე დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში უკვე 30 წელია მძვინვარებს და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო.

    "დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა ქვეყანაში, რადგან უკვე 30 წელია მძვინვარებს ეს პრობლემები ქვეყანაში და არც ერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემებების მოგვარებაზე ზრუნვა არ დაიწყო.

    გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისია, რასაც წინასწარმეტყველებდნენ 10-20 წლის წინ, რაზეც საუბრობდა გაეროს მოსახლეობის ფონდი, ფაქტობრივად, ჩვენ ამ კრიზისში უკვე შევედით. ეს არის შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი. 80-იან წლებში საქრათველოში 450 000 გოგო დაიბადა, ხოლო 90-იან წლებში მათი ნახევარი, 225 000. სწორედ ეს თაობა შედის ახლა დედობის ასაკში, საიდან მოვიყვანოთ ეს დაუბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ გაჩნდნენ 90-იან წლებში. სწორედ ამიტომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში, რომელიც გასტანს ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ერთად".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved