სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია და ქართველი ერის დაბერების პროცესი მიმდინარეობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყანაში, ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვთა რაოდენობას რამდენჯერმე აჭარბებს.

    "შობადობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ხანდაზმულთა რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას სჭირდება სწორი მართვა, რომ სხვა რისკებთან ერთად, არ იყოს საბიუჯეტო რისკიც.

    ასევე, რეგიონალურ ჭრილში, აუცილებელია, რომ დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკა განხორციელდეს, რამეთუ მიგრაციული პროცესები ბოლო პერიოდში, არაგეგმაზომიერად მიმდინარეობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადამისამართებულია დიდ ქალაქებში, ძირითადად, ეს არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. პრაქტიკულად, თბილისიზაციაა ჩამოყალიბებული. ყველა ცხოვრობს თბილისში, ამ დროსარადა სასაზღვრო ზოლი დაცლილია, მაღალმთინი რეგიონები დაცლილია", - განაცხადა ხუნდაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved