სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თემქაზე მოკლულ 20 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრელებს.

    ამ ჭრილობებს შორისაა ნაცვლიშვილისთვის თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.

    ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დამძიმებოდა.

    ბრალის დამძიმების მიუხედავად, ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას გრიგალაშვილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ აქვს. მისი თქმით, მას უკვე დანიშნული აქვს ალტერნატიული ექსპერტიზები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

    „33 ჭრილობაა დადგენილი ექსპერტიზით, თუმცა არის ასევე ერთი ჭრილობა, რომელიც დაუდგენელია თუ რა იარაღითაა მიყენებული. ზოგადად ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და კვალიფიკაცია რამდენიც უნდა ცვალონ. გაუგებარია რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი და შემდეგ უკვე დაუმძიმეს. ამოღებული დანის ზომები და ჭრილობების ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს. გენეტიკური მასალა არ არის. თითის ანაბეჭდები არ არის და შესაბამისად რითი ამტკიცებენ ბრალს გაუგებარია. მე უკვე დავნიშნე ალტერნატიული ექსპერტიზები სასამართლო სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზები", - ამბობს ადვოკატი.

    ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved