სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს, „სამეფო დარბაზს" თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

    დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამლოცველოს კარს ესროლეს, გარდა ამისა კედლებზე დატოვეს წარწერები „იწამე ღმერთი ჩვენი".

    მომხდარით ფაქტით „ადამიანის უფლებათა ცენტრი" დაინტერესდა. მათი თქმით, ეს შემთხვევა იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის - პირველი არ არის - ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს.

    „ადამიანის უფლებათა ცენტრი" შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved