სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) ლგბტი აქტივისტები თუ დაიცავენ თავის პირობას, მაშინ არც ჩვენ ჩავატარებთ აქციას, მაგრამ თუკი მოგვატყუებენ და მაინც ჩაატარებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციაც იქნება, - ამის შესახებ „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, „ქართული მარშისთვის" მთავარია, ლგბტი თემის ღონისძიება ოფიციალურად გაუქმდა.

    „ჩვენი მთავარი გამარჯვება არის ის რომ მათ ოფიციალურად გავაუქმებინეთ თავიანთი ღონისძიება. ახლა, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ჩვენ ნამდვილად ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას. აქ მთავარია, რომ ოფიციალურად გაუქმდა გეი აქცია, დანარჩენი მათ რაც უნდათ, ის გააკეთონ", - განაცხადა ბრეგაძემ.

    მისივე თქმით, „ქართული მარში" რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას აპირებს.

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ ეს პრობლემა გლობალურად არის სახელმწიფოში მოსაწესრიგებელი და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ რამდენიმე სერიოზულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც დაარეგულირებს იმ საკითხებს, რაც ძალიან აქტუალური იყო და რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა - დასძინა ბრეგაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved