სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

    მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.

    ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში პარაკლისს აღავლენს.

    ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე" შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved