სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ოპერატორების ნაწილი გაიფიცა და გადაღებაზე არ გავიდა, დირექტორთან შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან. სამსახურიდან გაათავისუფლეს მემონტაჟეების ნაწილიც. ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ ისინი დროებით სხვადასხვა გადაცემებში გადანაწილდებიან. გაფიცვა ბოლო პერიოდში ტელეკომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

    “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „იბერიის“ ხელმძღვანელობას ურჩევს, რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ. როგორც ოქუაშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორი და მათ საქმიანობაში აქტიურად არ ერევა.

    „ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს, თუმცა გადაწყვეტილება მათია. ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორები. მე მათ საქმიანობაში ასე აქტიურად არ ვერევი. მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, უფრო პასიური დრო აერჩიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას”, – განაცხადა ოქუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved