სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) თბილისში, მეტრო „თავისუფლების მოედანთან" სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ასვლას ცდილობდნენ.

    ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლგბტი თემის წარმომადგენლების აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

    სამართალდამცველებს მეტროსადგურ „თავისუფლების" გვერდით მდებარე ასასვლელთან, ასევე, ლეონიძის ქუჩაზე ინგოროყვას ქუჩის კვეთასთან გზა გადაკეტილი აქვთ. ქუჩების ნაწილი სპეციალური ჯებირებითაა ჩაკეტილი.

    მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved