სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ორი მონაწილე დაასახელა - ამის შესახებ განცხადება მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გააკეთა.

    სარალიძის განცხადებით, ბრალდებულმა დაასახელა საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მისივე ინფორმაციით, ორივე პირს სავარაუდოდ ბლაგვი საგანი ქონდათ, რომლითაც გარდაცვლილებს ჭრილობები მიაყენეს.

    „ორ პიროვნებას დაადო ხელი, რომლებზეც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მქონდა აქამდე, პირდაპირ დაადო ორივეს ხელი ანუ რაღაც საგნის მაგვარი დაინახა მათ ხელში, რომელსაც უქნევდა ჩემს შვილს. ბრალდებულმა მოწმემ ნათლად აღნიშნა ის ფაქტიც, რომ გამოძიება ზეწოლას ახდენდა მასზე, ჩვენება დაუწერეს, წაიკითხა, რომელიც საქმის მასალებში არ დევს, გააქრო, ასე, რომ ვთქვათ, პოლიციამ და მხოლოდ ფარული ვიდეო ჩანაწერი არის გაჟღერებული მისი, სადაც რაღაც დეტალებს მალავს იქიდან გამომდინარე, რომ დაშინებული იყო პოლიციის მხრიდან," - განახცადა ზაზა სარალიძემ.

    ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის დაკითხვა მიმდინარეობს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved