სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     (რეზონანსი) მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი" მგზავრებს დროებით არ მოემსახურება.

    „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციების გამო, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

    მეტროპოლიტენის სხვა სადგურები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან.

    ამ დროისთვის უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას სადგური "თავისუფლების მოედანი".

    თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე დაგეგმილ შეკრებას აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით და ლგბტ თემის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved