სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     „ქართული მარშის“ ლიდერი ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული პირების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრება და აცხადებს, რომ ამას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს:

    „დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, ასეთი რამ მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული. ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას, რათა სასწრაფოდ გაათავისუფლონ ეს ადამიანები საპყრობილედან. დღეიდან დაიწყება ეს ყველაფერი. მე როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას და მივმართავ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა ის ლიდერი, რომელიც არის დაპატიმრებული, თორემ ამას მოჰყვება შემდგომში გამოუსწორებელი შედეგები, რომლის წარმოდგენაც არ მინდა ახლა. გზის გადაკეტვა და სხვა ღონისძიებები, შესაძლოა, ყველაზე რბილი ფორმა იყოს ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved